X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები ზურაბ ალავიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს

ზურაბ ალავიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს

ძებნა

ზურაბ ალავიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს

30 ოქტომბერი 2017

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება გარღვევა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. 
მინისტრის თქმით,  აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წინ წაიყვანს.
 „დღეს ღირსშესანიშნავი დღეა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა და დღეიდან დაიწყებს მუშაობას. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის, რადგან შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს. აღნიშნული პროექტი  ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წასწევს წინ და ეს იქნება გარღვევა რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის’’ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.
ხუთი ქვეყნის ლიდერებმა იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.